გიორგი გახარია - მართლწესრიგი ვერ დამყარდება, თუ არ იქნება ქმედითი თანამშრომლობა ჩვენს სამოქალაქო საზოგადოებასა და სამართალდამცავ ორგანოებს შორის

ვერანაირი მართლწესრიგი ქვეყანაში ვერ დამყარდება, თუ არ იქნება ქმედითი თანამშრომლობა ჩვენს სამოქალაქო საზოგადოებასა და სამართალდამცავ ორგანოებს შორის. შესაბამისად, ჩვენ ამ ნდობის ხიდს ვაშენებთ ახლა, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, სამინისტრო აღიარებს, რომ პრობლემები არსებობს და მათ მოსაგვარებლად მუშაობას იწყებს.

„პირველი მიზანი ჩვენთვის იყო პრობლემის აღიარება, რაც ჩვენ ფაქტობრივად გავაკეთეთ. დავსვით ეს პრობლემა. შემდგომ თემა იყო პრობლემის შეფასება. დანაშაულის სტატისტიკის ციფრების გამოქვეყნების და აღიარების გარეშე შეფასება ვერ მოხდებოდა. საგამოძიებო კომპონენტი ჩვენს ყველა დეპარტამენტში გამჭოლად უნდა იყოს გაძლიერებული. ადამიანის რესურსების მართვა უნდა იყოს სულ სხვა ხარისხზე აყვანილი. გამოძიება და გამომძიებელი უნდა გახდეს ის ინტელექტუალური ძალა, რომელიც წინ უნდა ამოძრავებდეს ჩვენს სამართალდამცავ სტრუქტურას. ვერანაირი მართლწესრიგი ქვეყანაში ვერ დამყარდება, თუ არ იქნება ქმედითი თანამშრომლობა ჩვენს სამოქალაქო საზოგადოებასა და სამართალდამცავ ორგანოებს შორის. შესაბამისად, ჩვენ ამ ნდობის ხიდს ვაშენებს ახლა. ამისთვის დაგვჭირდა ჩვენთვისაც და საზოგადოებისთვისაც გვეთქვა ის რეალობა, რაც არის“, - განაცხადა გახარიამ და დასძინა, რომ ჩნდება ახალი დანაშაულებიც.

„როგორიც არის „ქურდული სამყაროსთვის“ მიმართვა. როგორიც არის, „ქურდული შეკრების“ ორგანიზება. როგორიცაა „ქურდული სამყაროს“ პასიური წევრობა. თუმცა, ამასთან ერთად ჩვენ შემოგვაქვს სიახლე და „ქურდული სამყაროს“ ის წარმომადგენლები, რომლებიც აღიარებენ დანაშაულს და დაეხმარებიან საგამოძიებო ორგანოებს მძიმე ან ნაკლებად მძიმე დანაშაულის გახსნაში, პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდებიან“, - განაცხადა გახარიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა