კონკურსი „ბიზნესი გენდერული თანასწორობისთვის“ გამოცხადდა

ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა კონკურსი „ბიზნესი გენდერული თანასწორობისთვის“ გამოაცხადა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ათასწლეულის ფონდიდან“ აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ქვეყნის ეკონომიკის შეუფერხებლად განვითარებისთვის გენდერული თანასწორობა ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მნიშვნელოვანია, რომ კომპანიებმა, დამსაქმებლებმა, ხელი შეუწყონ ქალების განათლებას, საზოგადოებრივ ცხოვრებაში გააქტიურებას და მათი შესაძლებლობების რეალიზაციას. აღნიშნული მიზნის წასახალისებლად ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა გამოაცხადა კონკურსი „ბიზნესი გენდერული თანასწორობისთვის“, რომელიც უკვე მესამე წელია ხორციელდება. კონკურსის შედეგად გამოვლინდებიან და დაჯილდოვდებიან საქართველოში მოქმედი კომპანიები, რომლებიც ხელს უწყობენ ქალების პროფესიულ განვითარებას და რესურსებზე თანასწორ წვდომას.

„გენდერული უთანასწორობა მნიშვნელოვნად აფერხებს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას. ამდენად, ათასწლეულის გამოწვევის ფონდისთვის გენდერული საკითხები ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. კერძო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობა კი მნიშვნელოვანია გენდერული თანასწორობის მისაღწევად. სწორედ ამის ხელშეწყობის მიზნით ვახორციელებთ კონკურს, რომლის შედეგადაც დაჯილდოვდებიან კომპანიები, რომლებიც ამკვიდრებენ ქალების პროფესიული წინსვლის ორგანიზაციულ კულტურას და უზრუნველყოფენ თანასწორ გარემოს“, - აცხადებს გენდერულის და სოციალური მიმართულების დირექტორი ქეთევან მამინაიშვილი.

კონკურსი ტრადიციულ ხასიათს ატარებს და წელს უკვე მესამედ ტარდება. წინა წლის კონკურსების გამარჯვებული კომპანიები ერთმანეთისგან განსხვავდებიან, როგორც მასშტაბურობით, ისე საქმიანობის არეალით, თუმცა მათ საერთო მისწრაფებები აერთიანებთ: თანასწორი სამუშაო გარემოს შექმნა, ქალების მონაწილეობის ხელშეწყობა სხვადასხვა საგანმანათლებლო და შემეცნებით საქმიანობაში, მათი მოტივაციის ამაღლება და მუდმივი პროფესიული ზრდა.

2016 და 2017 წლის კონკურსების გამარჯვებული კომპანიებს შორის არიან: თიბისი ბანკი, ბრითიშ პეტროლეუმი, ლივინგსტონი, დიო, შავი ზღვის უნივერსიტეტი და ჯეოსელი.

“მიგვაჩნია, რომ ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ ორგანიზებული ეს კონკურსი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან ხაზს უსვამს ქალთა გაძლიერების საკითხს და ამასთანავე, ხელს უწყობს გენდერულ თანასწორობას დასაქმების კუთხით. ჩვენი კომპანიისთვის ამ ინიციატივას განსაკუთრებული დატვირთვა აქვს, რადგან გენდერული თანასწორობის საკითხი ჩვენი ბიზნესსაქმიანობის განუყოფელი ნაწილია. თანაბარი, არადისკრიმინაციული პირობების შექმნა კომპანიის შიგნით და ქალთა პროფესიული განვითარება და გაძლიერება ჩვენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს“, - აცხადებენ კომპანია „ჯეოსელში“.

„თიბისი ბანკი“ ათასწლეულის გამოწვევის ფონდის კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებულია, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ბანკის მზაობას, თანაბარი სამუშაო გარემო შეუქმნას ყველა თანამშრომელს.

ათასწლეულის გამოწვევის ფონდის ყოველწლიური ინიციატივა ხაზს უსვამს იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია და დაცულია გენდერული თანასწორობა საქართველოს წამყვან კომპანიებში. ეს კი სტიმულს აძლევს სხვა კომპანიებს მსგავსი პრაქტიკის დანერგვაში. მოხარული ვარ, რომ საქართველოში და ზოგადად მსოფლიოში, მნიშვნელოვნად გაიზარდა ქალების როლი საზოგადოებრივ ცხოვრებაში“, - აცხადებს “თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილე ნინო მასურაშვილი.

მონაწილეობის მსურველმა კომპანიებმა უნდა შეავსონ განაცხადი, რომელშიც საკუთარი საქმიანობისა და გამოცდილების მაგალითზე წარმოაჩენენ თუ როგორ არის შესაძლებელი რეალურად შეუწყონ ხელი ქალების განათლებას, სწავლებასა და პროფესიულ განვითარებას.

დაინტერესებულმა მოქმედი ბიზნესის წარმომადგენლებმა უნდა შეავსონ განაცხადის ფორმა და გააგზავნონ მითითებულ ელექტრონულ მისამართზე: geb@mcageorgia.ge

საკონკურსო განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2018 წლის 16 თებერვალი.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს