2018 წლის იანვარში, საქართველოდან მსოფლიოს 24 ქვეყანაში 5,12 მლნ ბოთლი ღვინის ექსპორტი განხორციელდა

2018 წლის იანვარში, საქართველოდან მსოფლიოს 24 ქვეყანაში 5,12 მლნ ბოთლის (0,75 ლ) ექსპორტი განხორციელდა, რაც 2017 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს18%-ით აღემატება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, მათი მონაცემებით, სულ ექსპორტირებულია 11,4 მლნ-მდე აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, ზრდამ გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 31% შეადგინა.

ექსპორტის მატება აღსანიშნავია შემდეგ ქვეყნებში: ყაზახეთი - 108% (220 776), ჰონგ-კონგი 100% (15 486), იაპონია - 95% (26 892), ლატვია - 90% (116 226), უკრაინა - 55%(624 030), რუსეთი - 24% (3 534 780), პოლონეთი - 13% (177 018), ისრაელი - 12% (19 680), ნიდერლანდები - 39% (2 248) და სხვა.

ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეულია: რუსეთი (3 534 780), უკრაინა (624 030), ჩინეთი (250 238), ყაზახეთი (220 776) და პოლონეთი (177 018).

წლის დასაწყისში სხვადასხვა მოცულობის ღვინის ექსპორტი 70-მდე კომპანიამ განახორციელა.

ამასთან, იანვარში ექსპორტირებულია 1,06 მლნ ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი და 8,2 ათასი ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა.

“ღვინის ექსპორტის ზრდის კუთხით, 2018 წელი პოზიტიურად დაიწყო. ზოგადად, იანვრის თვე ითვლება პასიურ თვედ, ამიტომ ასეთი მოკლე პერიოდის მონაცემებით ტენდენციებზე საუბარი ჯერ ადრეა. ბაზრების დივერსიფიკაციისა და ექსპორტის ზრდის შესახებ უფრო ზუსტი სურათი გამოიკვეთება პირველი კვარტლის მონაცემების მიღების შემდეგ,“ - აღნიშნა „ღვინის ეროვნული სააგენტოს“ თავმჯდომარემ გიორგი სამანიშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს