მიხეილ სააკაშვილი - არც ერთი სახელმწიფოს პასპორტი არ მაქვს, მაქვს მხოლოდ ერთადერთი ცნობა, რომელიც ადასტურებს, რომ მე ვარსებობ და უნდათ, რომ ის ჩამომართვან

კიევის სააპელაციო ადმინისტრაციულმა სასამართლომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ სახელმწიფო საიმიგრაციო სამსახურის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის განხილვა დაიწყო.

სასამართლო სხდომის დაწყებამდე საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა ჟურნალისტებს სიტყვით მიმართა.

„მე უკრაინაში შარშან სექტემბერში დავბრუნდი. მას შემდეგ ერთი საბუთი მაქვს, ცნობა, რომლის მეშვეობითაც გადავაადგილდები. ეს ერთადერთი საბუთია, რომელიც ადასტურებს, რომ მე ვარსებობ. მე არც ერთი სახელმწიფოს პასპორტი არ მაქვს. მე მაქვს მხოლოდ ქაღალდი, ეს ცნობა, რომელიც ადასტურებს, თუ ვინ ვარ მე. თუმცა, მაგალითად, ნოტარიუსები არ იღებენ ამ საბუთს. ახლა კი პოროშენკოს სასამართლოს სურს, ჩამომართვას ეს საბუთი“, - განაცხადა მიხილ სააკაშვილმა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს დღეს სასამართლო, „უკრაინის ხელისუფლებას მაინც მოეღება ბოლო“.

„თუ ისინი დღეს გადაწყვეტილებას მიიღებენ, ამ საბუთის გადაგდება შეიძლება და გამოვა, რომ მე არ ვარსებობ. წარმოიდგინეთ, თუ ჩემს შემთხვევაში ყველაფერს აკეთებენ, რომ დოკუმენტალურად გავქრე, რას უზამენ რიგით მოქალაქეებს, ვისაც კამერები და ჟურნალისტები არ დაყვება? მიუხედავად იმისა, მიიღებენ ისინი დღეს გადაწყვეტილებას თუ არა, მიუხედავად იმისა, გამაგდებენ თუ არა ქვეყნიდან, მათ მაინც ბოლო მოეღებათ. ამაში დარწმუნებული ვარ“, - დასძინა მან.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა