Associated Press - ამერიკელი სამხედროები ერაყში „ისლამური სახელმწიფოს“ დამარცხების შემდეგ, საერთაშორისო კონტრტერორისტული კოალიციის ბაზას ტოვებენ

ამერიკელი სამხედროები, ერაყში ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლების დამარცხების შემდეგ საერთაშორისო კონტრტერორისტული კოალიციის სამხედრო ბაზას ტოვებენ, - ამის შესახებ Associated Press წყაროზე დაყრდნობით იუწყება.

მისი მონაცემებით, კოალიციამ აშშ-ს მეთაურობით სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ პირველად გააფორმა ხელშეკრულება ერაყში სამხედრო ძალების შემცირების შესახებ. სამხედროებსა და იარაღს გადაიტანენ ავრანეთში არსებულ სამხედრო ბაზაზე. Associated Press-ის მიხედვით, ბოლო კვირის განმავლობაში ქვეყანა რამდენიმე ათეულმა ადამიანმა დატოვა.

„ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ მებრძოლი საერთაშორისო კოალიცია აშშ-ს ინიციატივით ნატო-ს სამიტზე 2014 წელს შეიქმნა. ამერიკული წყაროების მიხედვით, მას მხარს უჭერს 60 სახელმწიფო, მათ შორის დიდი ბრიტანეთი, ავსტრალია, იორდანია, საფრანგეთი, დანია, ნიდერლანდები, ბაჰრეინი, საუდის არაბეთი და არაბეთის გაერთიანებული საემიროები. 2017 წლის დეკემბერში აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ქვეყანამ მიაღწია „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტებზე გამარჯვებას სირიასა და ერაყში.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა