ვახტანგ ყოლბაია შვედეთის ელჩს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია საქართველოში შვედეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ მარტინა ქუიკს შეხვდა.

აფხაზეთის მთავრობის ინფორმაციით, შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა. მთავრობის თავმჯდომარემ ელჩს ინფორმაცია მიაწოდა ოკუპირებულ აფხაზეთში არსებულ მდგომარეობაზე. ისაუბრეს ეთნიკური ქართველების ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტებზე, მათ მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე და აფხაზეთში არსებულ ეკოლოგიურ პრობლემებზე.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს განათლებისა და კულტურის სფეროებში შესაძლო განსახორციელებელი ერთობლივი პროექტები, რომლებიც ხელს შეუწყობენ ქართველი და აფხაზი მოზარდების დაახლოებას, მათ შორის ურთიერთობების გაღრმავებას, შევედეთში განათლების გაგრძელებისა და საზაფხულო ბანაკების მოწყობის შესაძლებლობებს.

თავის მხრივ, შვედეთის ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა შვედეთის მთავრობის მტკიცე პოზიცია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარებისა და ტერიტორიული მთლიანობის პოლიტიკის მიმართ და სამომავლო თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.

შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი პეტრე კანკავა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი დავით გახარია ესწრებოდნენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა