კიევის სააპელაციო სასამართლომ მოსამართლეთა კოლეგიის აცილებაზე მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა

კიევის სააპელაციო ადმინისტრაციულმა სასამართლომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაცვის მხარის შუამდგომლობა, მოსამართლეების კოლეგიის აცილების შესახებ, არ დააკმაყოფილა. ამის შესახებ სასამართლო დარბაზიდან УНН-ს კორესპონდენტი იუწყება.

აღსანიშნავია, რომ სააკაშვილის დაცვის მხარე ამ გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა და აცილება განმეორებით მოითხოვა.

„ჩვენი აზრით, კოლეგიაში ერთი მოსამართლის მეორე მოსამართლით შეცვლა უკანონოდ მოხდა. სახეზეა მოსამართლეთა დანიშვნაში ჩარევის ნიშნები. ამიტომ, ჩვენი აზრით, სასამართლოს ეს შემადგენლობა დარღვევით არის ჩამოყალიბებული და საქმის განხილვის უფლება არ აქვს“, - განაცხადეს სააკაშვილის ადვოკატებმა.

მხარეთა პოზიციების მოსმენის შემდეგ მოსამართლეთა კოლეგიამ გადაწყვიტა, არ დაეკმაყოფილებინა დაცვის მხარის შუამდგომლობა.

ამჟამად კიევის სააპელაციო ადმინისტრაციულ სასამართლოში სააკაშვილის მიერ სახელმწიფო საიმიგრაციო სამსახურის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის არსებითი განხილვა მიმდინარეობს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს