რევაზ სოხაძე - ოპოზიციის მიერ მოწყობილი განხილვა რეალური შედეგის მომტანი ვერ იქნება

ოპოზიციის მიერ მოწყობილი განხილვა რეალური შედეგის მომტანი ვერ იქნება, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარემ რევაზ სოხაძემ განაცხადა, რომელიც თბილისის საკრებულოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმის თემაზე შეხვედრას გამოეხმაურა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის საკრებულოდან აცნობეს, რევაზ სოხაძის თქმით, თბილისის მერიის კარი გენგეგმის განხილვასთან დაკავშირებით ნებისმიერი დაინტერესებული მხარისთვის ღიაა.

რევაზ სოხაძე აღნიშნავს, რომ თუკი რომელიმე პოლიტიკური ჯგუფი ცალკე გადაწყვეტს ამ თემაზე განხილვის მოწყობას, ეს მათი უფლებაა, თუმცა რეალური შედეგის მომტანი ასეთი განხილვა არ იქნება.

„ჩვენ მზად ვართ იმ ფორმატში მუშაობისთვის, რაც თბილისის მერიამ ყველა პოლიტიკურ ჯგუფს და დარგის ექსპერტებს შესთავაზა. ეს პროცესი დაწყებულია. მოგეხსენებათ, თბილისის მერიაში ამ საკითხზე რამდენიმე შეხვედრა უკვე გაიმართა. თუმცა ჩვენ კოლეგებს ოპოზიციიდან საკითხის სამუშაო რეჟიმში განხილვა არ სურთ და ეს კარგად გამოჩნდა გასულ კვირას გამართულ კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე, როდესაც მეტროსადგურ „ვარკეთილში“ მომხდარ შემთხვევას ვიხილავდით და ოპოზიციამ სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა“, - განაცხადა რევაზ სოხაძემ.

მისი თქმით, მერიის არქიტექტურის სამსახურმა გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფს გარკვეული შენიშვნები უკვე წარუდგინა და ამ შენიშვნებზე მუშაობა მიმდინარეობს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო