ლია გიგაური - სკოლის მიერ დამატებითი რესურსის გამოყენებაზე პასუხისმგებლობა თავად სკოლას ეკისრება

სამინისტრო პასუხისმგებელია თითოეულ სახელმძღვანელოზე, რომელიც არის გრიფირებული, რაც შეეხება იმას, თუ რა ტიპის დამატებით რესურსს გამოიყენებს სკოლა, პასუხისმგებლობა მას ეკისრება - ასე უპასუხა განათლების მინისტრის მოადგილე ლია გიგაურმა ჟურნალისტების დასმულ შეკითხვას, რომელიც კერძო სკოლა ”ინტელექტს” და ამ სკოლაში აღმოჩენილ სახელმძღვანელოს შეეხებოდა, სადაც ე. წ . სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაშია მითითებული.

ლია გიგაურის განმარტებით, აღნიშნული საკითხი შეეხება დამატებით ლიტერატურას, რაც სკოლის ადმინისტრაციის გასარკვევია.

”საქართველოს კანონმდებლობით, ყველა სკოლა ვალდებულია გრიფირებული სახელმძღვანელოებით ასწავლონ მოსწავლეებს. დამატებით რესურსებს ირჩევენ სკოლები და პასუხისმგებლობაც მათ ეკისრებათ, მაგრამ ეს დამატებითი რესურსი კონკრეტულ მიზანს უნდა ემსახურებოდეს. რაც შეეხება იმას, თუ რა ტიპის დამატებითი რესურსი გამოიყენა სკოლამ, რა თქმა უნდა, სამინისტრო თითოეულ სკოლაში ამ დამატებით რესურსებს არ განიხილავს და კვლავ და კვლავ მას არჩევს კათედრა სკოლის დონეზე. თუ რომელიმე ასეთ რესურსში არის გარკვეული ლაფსუსები, სკოლა ამას განიხილავს და რეაგირებაც შესაბამისი იქნება.

სამინისტრო პასუხისმგებელია თითოეულ სახელმძღვანელოზე, რომელიც არის გრიფირებული, რომელიც გადის ძალიან ბევრ ეტაპს იმისათვის, რომ შემოწმდეს და მიიღოს გრიფი, რაც ნიშნავს ვიზას სკოლაში შესასვლელად. სხვა შემთხვევაში, თუ რომელიმე დამატებით რესურს გამოიყენებს სკოლის მასწავლებელი ცალკეულ საკითხებთან მიმართებაში, სამინისტრო არ ერევა. ეს არის სკოლის ადმინისტრაციის და შესაბამისი საგნობრივი კათედრის გადასაწყვეტი და პასუხისმგებლობაც მას ეკისრება,” - განაცხადა ლია გიგაურმა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა