მთავრობის ადმინისტრაცია - ევროკავშირი მიესალმა საქართველოს მთავრობის ძალისხმევას კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაჭრის მიმართულებით

ევროკავშირი მიესალმა საქართველოს მთავრობის ძალისხმევას კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაჭრის მიმართულებით, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომაზე განიხილეს კონფლიქტის მოგვარების გზები და რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება.

ევროკავშირმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მტკიცე მხარდაჭერა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

ევროკავშირი მიესალმა საქართველოს მთავრობის ძალისხმევას კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაჭრის მიმართულებით, მათ შორის 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესაბამისად.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ხაზი გაესვა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მეტი ეფექტურობის მნიშვნელობას. ასოცირების საბჭომ ღრმა შეშფოთება გამოთქვა რუსეთსა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებს შორის გაფორმებული ე.წ. შეთანხმებების იმპლემენტაციის გამო, ასევე ახალგორსა და სოხუმში ე.წ საბაჟო პუნქტების გახსნასა და ცხინვალის რეგიონის სახელწოდების შეცვლის მიზნით ჩატარებულ "რეფერენდუმთან" დაკავშირებით.

სხდომაზე ხაზი გაესვა უსაფრთხოების სფეროში არსებულ თანამშრომლობას. ამ კონტექსტში აღინიშნა ევროკავშირთან უსაფრთხოების თემაზე სტრატეგიული დიალოგის დაწყება. ევროკავშირმა ხაზი გაუსვა საქართველოს განსაკუთრებულ წვლილს ევროკავშირის კრიზისის მართვის ოპერაციებში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო