რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ჩვენ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობა გვსურს, სხვა ვარიანტი არ გვაწყობს

ჩვენ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობა გვსურს. სხვა ვარიანტი არ გვაწყობს, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა იტალიურ გამოცემა La Stampa-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

მისი თქმით, თურქეთისთვის მხოლოდ ევროკავშირში წევრობაა მისაღები.

„ევროკავშირმა თავისი დაპირება უნდა შეასრულოს. ევროკავშირი ბლოკავს მოლაპარაკებებს და გვაგებინებს, რომ ამ მოლაპარაკებების პროგრესი მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული. ეს უსამართლოა. ევროკავშირის წევრობის გარდა, სხვა ვარიანტი ჩვენთვის მიუღებელია“, - აღნიშნა თურქეთის ლიდერმა.

აღსანიშნავია, რომ იანვარში საფრანგეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრისას განაცხადა, რომ თურქეთთან პარტნიორობის შესახებ შეთანხმება უნდა დაიდოს.

თურქეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა მნიშვნელოვან როლს თამაშობს სირიელ დევნილებთან დაკავშირებული საკითხის გადაჭრაში.

„ჩვენ ამ პროცესში მნიშვნელოვანი ვართ, ვინაიდან მიგრანტების ნაკადს ვაკავებთ აღმოსავლეთიდან და ევროპის სტაბილურობასა და უსაფრთხოებას ვუზრუნველყოფთ“, - დასძინა მან.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა