სერგო რატიანი მანდატურის სამსახურის რეფორმაზე - 5 წლის წინანდელი რეგულაციის გამოსავლად დასახელება უკან გადადგმული ნაბიჯია

5 წლის წინანდელი რეგულაციის გამოსავლად დასახელება უკან გადადგმული ნაბიჯია, მით უფრო, რომ პოლიციური რეჟიმის გაძლიერებას გულისხმობს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წევრმა სერგო რატიანმა "ზოგადი განათლების შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებების შეფასებისას განაცხადა.

რატიანის თქმით, მთავრობის ინიციატივა მანდატურის სამსახურის რეფორმირების შესახებ ფაქტობრივად აბრუნებს „ქართული ოცნების“ მიერ 2013 წელს შეცვლილ კანონს და ამავდროულად, პოლიციის დისკრედიტაციის გაზრდას გულისხმობს.

„2013 წლიდან მანდატურის სამსახური მოექცა ორმაგი დაქვემდებარების ქვეშ, რაც დღეს გაკეთებული განცხადებების ფონზე ფაქტობრივი აღიარებაა იმ ფაქტისა, რომ 5 წლის განმავლობაში სკოლაში მოშლილი იყო მოსწავლეების უსაფრთხოების სისტემა და მანდატურის სამსახურის მიზანმიმართული დისკრედიტაცია თავის დროზე დაშვებული შეცდომა გახლდათ, რომელმაც, სამწუხაროდ, აჩვენა კიდეც თავისი შედეგი. მიგვაჩნია, რომ არსებული, ნოვაციად შემოთავაზებული პრევენცია, ვგულისხმობ 5 წლის წინანდელი რეგულაციის გამოსავლად დასახელებას, უკან გადადგმული ნაბიჯია, მით უფრო, რომ გულისხმობს პოლიციური რეჟიმის გაძლიერებას, არ შეიძლება განხილულ იქნას, როგორც გამოსავალი არსებულ რთულ სიტუაციაში. ეს ფაქტი კვლავ ხაზს უსვამს განათლების სამინისტროს უმოქმედობას. ეს არის განათლების რეფორმის შეჩერების დადასტურება ნაცვლად იმისა, რომ განათლების სამინისტრო ზრუნავდეს რეფორმის აქტიურ ფაზაში გადასვლაზე, რაც თავისთავში გულისხმობს კიდეც უსაფრთხო და ჯანსაღი სკოლის პრინციპების დანერგვასა და განუხრელ დაცვას, შემოთავაზებულია სკოლებში პოლიციური რეჟიმის გაძლიერებისა და ხელშეწყობის მექანიზმების დაკანონება. ერთმნიშვნელოვნად ვაცხადებ, რომ 21-ე საუკუნეში, საერთაშორისო პრაქტიკისა და კვლევების გათვალისწინებით, შეუძლებელია ძალადობრივი მექანიზმები, პოლიცია სკოლაში, განვიხილოთ, როგორც მოზარდებში გაძლიერებული აგრესიის შემაკავებელი ფორმა“, - განაცხადა სერგო რატიანმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა