თამაზ დოლაბერიძე - ირაკლი კობახიძემ თავისი განცხადებით წააქეზა დამსაქმებლები, თქვე ვირიშვილებო, თქვენც ამოიღეთ ხმა, მხოლოდ მე რომ ვსაუბრობო

ირაკლი კობახიძემ თავისი განცხადებით წააქეზა დამსაქმებლები, თქვე ვირიშვილებო, თქვენც ამოიღეთ ხმა, მხოლოდ მე რომ ვსაუბრობო, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე თამაზ დოლაბერიძე.

მისივე თქმით, დამსაქმებლებთან შრომის უსაფრთხოების საკითხებზე რა დისკუსიის დაწყებაა საჭირო, როდესაც სამუშაო ადგილებზე გარდაცვლილთა რაოდენობა ჩვენი ქვეყნისთვის დიდ ტრაგედიას წარმოადგენს. მისივე თქმით, შრომის უსაფრთხოების კანონპროექტი, რომელსაც პარლამენტი საკომიტეტო მოსამენაზე განიხილავს, მხოლოდ შრომითი უსაფრთხოების ტექნიკურ მხარეს მოიცავს და არა სამართლებრივს.

დოლაბერიძის ინფორმაცით, 2007 წლიდან დღემდე სამუშაო ადგილებზე 480-მდე ადამიანია დაღუპული. მისი თქმით, კანონროექტის თანახმად, შრომითი ინსპექციის ჯგუფი, როდესაც რომელიმე საწარმოს შემოწმებას დააპირებს, მან სამი დღით ადრე უნდა აცნობოს მონიტორინგის შესახებ საწარმოს ხელმძღვანელობას. ამ დროის განმავლობაში დამსაქმებელს შეუძლია ეს დრო თავის სასარგებლოდ გამოიყენოს.

შრომის უსაფრთხოებისა და შრომის უფლებების დაცვის საკითხზე შესაბამისი მექანიზმის შემუშავების მიზნით, პარლამენტი ფართო სადისკუსიო ფორმატის შექმნას გეგმავს. პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, შესაბამისი სამართლებრივი მექანიზმის შემუშავების პროცესში დამსაქმებლები უნდა იყვნენ ჩართული.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს