მუსტაფა ემრე ჩაბუქის ექსტრადირების საკითხზე გადაწყვეტილებას სასამართლო, სავარაუდოდ, ხვალ მიიღებს

თბილისის საქალაქო სასამართლო მუსტაფა ემრე ჩაბუქის ექსტრადირების საკითხზე გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, ხვალ მიიღებს. პროკურატურამ საქალაქო საასმართლოს ექსტრადირების დასაშვებობასთან დაკავშირებით უკვე მიმართა.

როგორც ჩაბუქის ადვოკატმა სოსო ბარათაშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს განუცხადა, ხვალინდელ პროცესთან დაკავშირებით დაცვის მხარეს დიდი იმედი არ აქვს. მისივე თქმით, ის მზადაა ექსტრადირების გადაწყვეტილების შემთხვევაში საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში გაასაჩივროს. დაცვის მხარეს გასაჩივრებისთვის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ ერთკვირიანი ვადა აქვს.

პარალელურად ადვოკატი სოსო ბარათაშვილი აპირებს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიმართოს, რათა მოხდეს ექსტრადირების შეჩერების განხილვა. თავის მხრივ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს ექსტრადირების აღსრულების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად მიმართვიდან 48-საათიანი ვადა ექნება.

ამასთან, ადვოკატის ინფორმაციით, სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ იუსტიციის მინისტრმა უნდა გამოსცეს ბრძანება ექსტრადირების შესახებ. განკარგულებაზე ხელის მოწერის შემთხვევაში სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება დაუყოვნებლივ მოხდება.

იმ შემთხვევაში, თუ იუსტიციის მინისტრი ხელს არ მოაწერს სასამართლოს გადაწყვეტილებას ექსტრადირების შესახებ, მაშინ პირი საექსტრადაციო პატიმრობის ვადის ამოწურვის შემდეგ დატოვებს საპატიმრო დაწესებულებას. კონკრეტულ შემთხვევაში მუსტაფა ემრე ჩაბუქს საექსტრადიციო პატიმრობის ვადა 24 თებერვალს უმთავრდება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა