ფედერიკა მოგერინი - საქართველო ევროკავშირისთვის ფასეული პარტნიორია

საქართველო ფასეული პარტნიორია ევროკავშირისთვის, გვჯერა, რომ ჩვენი საერთო ინტერესია ჩვენი მეგობრობის გაძლიერება, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინიმ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომის შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„170 000-ზე მეტმა ქართველმა იმოგზაურა უვიზოდ შენგენის ზონაში. როგორც ევროკომისიის დეკემბრის მოხსენებაშია ნათქვამი, იმ ვალდებულების დანერგვა, რაც გათვალისწინებულია ამ ხელშეკრულების მიხედვით, ასევე კარგად მიმდინარეობს. მე მოვისმინე, რომ თქვენი მთავრობა მხარს უჭერს, რათა ვიზალიბერალიზაციამ საუკეთესოდ იმუშაოს. როდესაც ჩვენი მოქალაქეები ერთმანეთს ხვდებიან, ეს კარგია ჩვენი ეკონომიკისთვის, ტურიზმისა და ერთმანეთის გაცნობისთვის, რაც არსებითია ევროპელებს შორის“, - განაცხადა მოგერინიმ.

როგორც მოგერინიმ განაცხადა, ევროკავშირიის მოქალაქეები უფრო მეტ ქართულ პროდუქტს ყიდულობენ.

„2017 წლის პირველი 9 თვის განმავლობაში ქართული პროდუქციის ექსპორტი ევროკავშირში 37%-ით გაიზარდა. ეს აჩვენებს, რომ ღრმა და ყოვლისმომცველ ვაჭრობის შესახებ ჩვენს შეთანხმებას მოაქვს შედეგი. მთავრობა აგრძელებს რეფორმების დანერგვას, რაც შექმნის ახალ შანსებს სამუშაო ადგილებისა და სავაჭრო შესაძლებლობების გასაჩენად“, - აღნიშნა მოგერინიმ.

მოგერინიმ ასევე ხაზი გაუსვა, რომ უფრო მეტი კეთდება, რათა დადებითი შედეგი მიეცეს პარტნიორობას და წინ წასწიონ საერთო ამბიციური დღის წესრიგი მომავალი წლების განმავლობაში, რომელშიც შედის მჭიდრო თანამშრომლობა უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკაში, ასევე რეგიონალურ დონეზე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო