ქეთევან ციხელაშვილი - მივიღეთ მკაფიო გზავნილები, რომ ევროკავშირი ცალსახად იზიარებს ჩვენს სამშვიდობო პოლიტიკას

მივიღეთ მკაფიო გზავნილები, რომ ევროკავშირი ცალსახად იზიარებს ჩვენს სამშვიდობო პოლიტიკას”, - ამის შესახებ ჟურნალისტებს, ბრიუსელში ვიზიტად მყოფმა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, საქართველოს შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკა მიმართულია იმისკენ, რომ გააუმჯობესოს ადამიანების მდგომარეობა, წაახალისოს ხალხთა შორის კონტაქტები ხელოვნური დაბრკოლებების გასწვრივ და ხელი შეუწყოს დიალოგს.

„ევროკავშირი ძალიან მყარად უჭერს მხარს საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკას, კერძოდ, ჩართულობის და შერიგების მიმართულებებს, რომელიც მიზნად ისახავს ადამიანებისთვის ჰუმანიტარული მდგომარეობის შემსუბუქებას. მასში მოიაზრება დევნილები, რომელთა დაბრუნების უფლება დღემდე უგულვებელყოფილია; ადამიანები, რომლებიც ცხოვრობენ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ და ისინი, ვინც აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ცხოვრობენ და ყოველდღიურად უწევთ ძალიან მძიმე გამოწვევებთან გამკლავება.

ჩვენი შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკა მიმართულია იმისკენ, რომ სწორედ ამ ადამიანების მდგომარეობა გააუმჯობესოს, წაახალისოს ხალხთა შორის კონტაქტები ხელოვნური დაბრკოლებების გასწვრივ, შეუწყოს ხელი დიალოგს და ნდობის მშენებლობის პროცესს.

მივიღეთ ძალიან მკაფიო გზავნილები, რომ ევროკავშირი ცალსახად იზიარებს ჩვენს სამშვიდობო პოლიტიკას და მომავალშიც მხარს დაუჭერს იმ ნაბიჯებს, რომელთა გადადგმასაც საქართველოს მთავრობა შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის ფარგლებში აპირებს.

საქართველო-ევროკავშირის საბჭოს სხდომაზე მიმოხილული იყო ყველა ის მნიშვნელოვანი მიმართულება, რაც საქართველოს ევროინტეგრაციის და ასოცირების დღის წესრიგს განსაზღვრავს. ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველო არის პარტნიორი ქვეყანა, რომელიც გამორჩეულია რეგიონში მისი ევროინტეგრაციის ტემპიდან და დინამიკიდან გამომდინარე.

„საქართველოს თავად გააჩნია ძალიან ამბიციური გეგმა და რომ ეს პროცესი კიდევ უფრო ღრმა და ყოვლისმომცველი გახდეს მომავალში და ვფიქრობთ რომ თანამშრომლობისთვის არსებობს დამატებითი ასპარეზი.

უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის ნაწილში დეტალურად იყო განხილული საქართველოს ტერიტორიების მიმდინარე ოკუპაცია - მთავარი პრობლემა, რომელიც დღეს საქართველოს უსაფრთხოების თვალსაზრისით გააჩნია და ეს არის ასევე გამოწვევა ევროპული უსაფრთხოებისთვის. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვაქვს მტკიცე მხარდაჭერა ევროკავშირის მხრიდან ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის საკითხში“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა