მიხეილ სააკაშვილი - მე უკრაინაში ყოფნისთვის საჭირო სტატუსს ვკარგავ

მე უკრაინაში ყოფნისთვის საჭირო სტატუსს ვკარგავ, ეს არის არა სასამართლოს, არამედ პოროშენკოს მორიგი გადაწყვეტილება, - ასე გამოეხმაურა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კიევის სააპელაციო ადმინისტრაციული სასამართლოს გუშინდელ გადაწყვეტილებას.

„მე უკრაინაში ყოფნისთვის საჭირო სტატუსს ვკარგავ, ეს არის არა სასამართლოს, არამედ პოროშენკოს მორიგი გადაწყვეტილება“, - წერს სააკაშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე და აქვეყნებს განაჩენის გამოცხადების ამსახველ ვიდეოჩანაწერს.

კიევის სააპელაციო ადმინისტრაციულმა სასამართლომ უკრაინის საიმიგრაციო სამსახურის წინააღმდეგ მიხეილ სააკაშვილის საჩივარი არ დააკმაყოფილა. სააკაშვილის დაცვის მხარე ასაჩივრებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას მისთვის დამატებითი დაცვის საჭიროების მქონე პირის სტატუსის მინიჭებაზე უარის შესახებ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა