ირაკლი ხმალაძე - მოცემული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების ანალიზის საფუძველზე, ატენის ქუჩაზე მშენებლობის შეჩერების გადაწყვეტილება არ მივიღეთ

მოცემული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების ანალიზის საფუძველზე, ატენის ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობის შეჩერების გადაწყვეტილება არ მივიღეთ, - ამის შესახებ თბილისის ვიცე მერმა ირაკლი ხმალაძემ განაცხადა.

როგორც ირაკლი ხმალაძემ აღნიშნა, ამ ეტაპზე თბილისის მერიამ იმსჯელა მშენებლობის შეჩერება-არშეჩერების შესახებ, თუმცა ატენის ქუჩის მოსახლეობის ნაწილის საჩივარზე, რომლითაც ისინი მშენებლობის ნებართვის გაუქმებას ითხოვენ, მერიას არსებითი გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.

„თბილისის მერია მოქმედებს სამართლის პრინციპებისა და მოქმედი კანონმდებლობის ჩარჩოებში. მოცემული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების ანალიზის საფუძველზე, ამჯერად არ მივიღეთ გადაწყვეტილება მშენებლობის შეჩერების შესახებ. ჩვენ ასევე მხედველობაში მივიღეთ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაც, რომელმაც არ შეაჩერა ატენის ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობასთან დაკავშირებული სამართალწარმოების პროცესი, ვინაიდან არც მაშინ და არც დღეს არ არსებობდა ამის სათანადო სამართლებრივი გარემოებები და საფუძვლები“, - განაცხადა ხმალაძემ.

რაც შეეხება ადვოკატ დიმიტრი გაბუნიას განცხადებას, რომელიც მერიის გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებს და მიმართავს პროკურატურასაც, ხმალაძის თქმით, სასამართლოსადმი და პროკურატურისადმი მიმართვის უფლება ყველას აქვს. „შეუძლიათ მიმართონ და მიეცემა შესაბამისი მსვლელობაც და რეაგირებაც“, - დასძინა ხმალაძემ.

ატენის ქუჩის მოსახლეობის ნაწილი ამავე ქუჩაზე მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებს. მათი ადვოკატის, დიმიტრი გაბუნიას განცხადებით, მიმდინარე მშენებლობის შეჩერებაზე თბილისის მერიის უარს თბილისის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრებენ.

ამასთან, დიმიტრი გაბუნია გეგმავს, რომ მიმართოს პროკურატურას და მოითხოვოს ყველა იმ თანამდებობის პირის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა, რომლებმაც ატენის ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობასთან დაკავშირებით სასამართლოს წინა გადაწყვეტილება არ გაითვალისწინეს.

ადვოკატი გეგმავს, მიმართოს არასამთავრობო ორგანიზაციებსა და დიპლომატიურ კორპუსს, რომ "საქართველოში დღეს სამწუხაროდ, ადგილი აქვს კონსტიტუციური ნორმების უგუველებელყოფას, საკუთრებისა და სიცოცხლის ხელყოფას".

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა