უშიშროების საბჭოს აპარატი „სტრატეგიული დისკუსიების“ ფარგლებში დღეს საერთაშორისო სემინარს მართავს

საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით და ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის ორგანიზებით, დღეს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში „სტრატეგიული დისკუსიის“ ფარგლებში გაიმართება სემინარი - „ეროვნული უსაფრთხოების არქიტექტურა და მედეგობა“.

ეროვნული უშიშროების საბჭოს ინფორმაციით, სამუშაო სესიაში „როგორ გავზომოთ და გავაძლიეროთ საქართველოს ეროვნული მედეგობა“ მონაწილეობენ: პროფესორი შაულ კიმჰი - ისრაელის თელ ჰეი კოლეჯი, ფსიქოლოგიის განყოფილება, დავით რაქვიაშვილი - ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, ლაურა თორნტონი - ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი, ბრიგადის გენერალი ზაზა ჩხაიძე - საქართველოს შეიარაღებული ძალების გენ.შტაბის უფროსის მოადგილე, ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი - კორპორატიულ საქმეთა დირექტორი, ეფეს ჯორჯია - სს "ლომისი", თომა ჩაგელიშვილი - დამოუკიდებელი ჟურნალისტი და რეჟისორი და ნოდარ ხარშილაძე - საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრი (GSAC).

სამუშაო სესიის შემდგომ დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი.

ღონისძიებაზე მიწვეულნი არიან საქართველოს ხელისუფლების წევრები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები და თავდაცვისა და ეროვნული უშიშროების თემის ქართველი და საერთაშორისო ექსპერტები.

საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით 2016 წელს შექმნილი „სტრატეგიული დისკუსიის“ მიზანია შესთავაზოს უსაფრთხოების თემის წარმომადგენლებს ინკლუზიური ფორმატი, სადაც პროფესიული განხილვების შედეგად გამოითქმება მოსაზრებები, გამოიკვეთება პრიორიტეტები და მომზადდება რეკომენდაციები ქვეყნის და რეგიონალური უსაფრთხოების პოლიტიკასთან მიმართებაში, მათ შორის საქართველოს ეროვნული უშიშროების განმტკიცების პროცესში ერთიანი ეროვნული მიდგომისა და ეროვნული მედეგობის უზრუნველყოფის საკითხებზე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო