პაატა ბურჭულაძის შვილი - ჩვენ გვინდა, რომ საქართველოში გავაკეთოთ ბიზნესი, შევქმნათ სამუშაო ადგილები

ჩვენ გვინდა, რომ საქართველოში ვიცხოვროთ, აქ ვიმუშაო, გავაკეთოთ ბიზნესი, შევქმნათ სამუშაო ადგილები, ძალიან მინდა, რომ ეს წყნარ და მშვიდ მდგომარეობაში ვაკეთოთ მე და ჩემმა ძმამ, - ამის შესახებ საოპერო მომღერალ პაატა ბურჭულაძის შვილმა შუქრი ბურჭულაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ სტუმრობისას განაცხადა.

როგორც გადაცემაში სტუმრობისას პაატა ბურჭულაძის შვილებმა, ინტერნეტ მაღაზია „ირისის“ მფლობელებმა ალექსანდრე და შუქრი ბურჭულაძეებმა განაცხადეს, მათ მთავარ პროკურატურას დღეს განცხადებით მიმართეს. ბურჭულაძეების თქმით, მათ ეჭვი აქვთ, რომ ალექსანდრე ბურჭულაძის კუთვნილ მობილურ ტელეფონში ვიღაც შეღწევას ცდილობდა.

„ეს იყოს იმის პიკი, რომ ჩვენ ხმა ამოვიღეთ, რადგან მანამდე ძალიან ხშირად ხორციელდებოდა სხვადასხვა სახის კონტროლი, რომ ვიღაც ყოველთვის გაკონტროლებს, ვიღაც ეკითხება შენზე მეზობლებს, როგორი მეზობელი ხარ, როგორი შვილი ხარ, როგორი მამა ხარ. ჩემზე იწერება სტატიები, ვითომ ჩემი ძმაკაცის მკვლელობაზე ვიყავი დაკავებული, შემდეგ შემიწყალეს, მერე ისევ მეორე ძმაკაცი მოვკალი და ა.შ. მაგრამ ჩვენ ამას ყურადღებას არ ვაქცევდით აქამდე, რადგან ეს იმდენი რაღაცაა, რომ მაშინ ჩვენს საქმიანობას თავი უნდა დავანებოთ და უნდა მივყვეთ მხოლოდ და მხოლოდ საჩივრების წერას იმათ მიმართ, ვინც, არ ვიცით ვინ არის. ჩვენ არ გვინდა არანაირი პრობლემა, უბრალოდ ჩვენ გვინდა, რომ საქართველოში ვიცხოვროთ. ორმაგი მოქლაქეობა მაქვს - ავსტრიისა და საქართველოსი, მაგრამ ვარჩიე, საქართველოში ვიცხოვრო, აქ ვიმუშაო, აქ გავაკეთო ბიზნესი, შევქმნა სამუშაო ადგილები და ა.შ. ძალიან მინდა, რომ ეს წყნარ და მშვიდ მდგომარეობაში ვაკეთოთ მე და ჩემმა ძმამ“, - განაცხადა შუქრი ბურჭულაძემ. ბურჭულაძეებს იმედი აქვთ, რომ პროკურატურა ყველაფერს გამოიძიებს.

ამასთან, შუქრი ბურჭულაძე ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ორ ვარიანტზე ფიქრობს. მისი თქმით, ეს ყველაფერი ან ბიზნესინტერესებს უკავშირდება, ან კიდევ იმ ანტიპიარის ნაწილია, რომელიც, მისი აზრით, პაატა ბურჭულაძის წინააღმდეგ განხორციელდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა