მიხეილ სააკაშვილს შინაპატიმრობის ვადა ამოეწურა

6 თებერვლის ღამეს მიხეილ სააკაშვილის შინაპატიმრობის მოქმედების ვადა ამოიწურა, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატმა რუსლან ჩერნოლუცკიმ „ინტერფაქს-უკრაინას“ განუცხადა.

„მიხეილ სააკაშვილს ბრალი პროკურატურამ 5 დეკემბერს წაუყენა. კიევის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, აღკვეთის ღონისძიების მოქმედების ვადა 6 თებერვლის ღამეს იწურება და აღკვეთის ღონისძიება ავტომატურად უქმდება. ამის შემდეგ სააკაშვილის მიმართ არანაირი შეზღუდვები არ მოქმედებს, გარდა იმისა, რომ მან, როგორც ეჭვმიტანილმა, უნდა მიიღოს უწყებები და გამოცხადდეს საგამოძიებო მოქმედებებზე“, - აღნიშნა ადვოკატმა.

მისი თქმით, აღკვეთის ღონისძიების მოქმედების ვადის გასაგრძელებლად გენერალურმა პროკურატურამ უნდა მიმართოს სასამართლოს და წარმოადგინოს არგუმენტები და მიზეზები, თუ რატომ დაირღვა აღკვეთის ღონისძიების გაგრძელების შუამდგომლობის ვადები.

ჩერნოლუცკის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება შესაძლოა უკავშირდებოდეს ხელისუფლების სურვილს „გაასუფთაოს“ პოლიტიკოსის სტატუსი და საქართველოში მისი ექსტრადიცია მოახდინოს.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა