მიხეილ ჩხენკელმა და უნგრეთის ელჩმა უნივერსიტეტებში უნგრული და ქართული ენების სწავლების საკითხზე ისაუბრეს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი უნგრეთის ელჩს საქართველოში ვიქტორია ჰორვატს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან აცნობეს, მიხეილ ჩხენკელმა დადებითად შეაფასა უნგრულ მხარესთან ბოლო წლების განმავლობაში უმაღლესი განათლების სფეროში აქტიური თანამშრომლობა და მისი შემდგომი გაღრმავების იმედი გამოთქვა.

უნგრეთის ელჩმა საქართველოში კმაყოფილება გამოხატა განათლებისა და მეცნიერების სფეროში არსებული თანამშრომლობით და მისი შემდგომი გაღრმავების კონკრეტულ წინადადებებზე ისაუბრა. მან დაინტერესება გამოხატა, რათა უნგრულ უნივერსიტეტებს საშუალება მიეცეთ ჩაერთონ ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის შემდგომ საქმიანობასა და საერთაშორისო თანამშრომლობაში.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ასევე უნგრული და ქართული ენების სწავლების საკითხს შესაბამის უნივერსიტეტებში, 2018 წლის განმავლობაში უნივერსიტეტებს შორის დაგეგმილ ორმხრივ ვიზიტებს, პროფესიული განათლების მხრივ თანამშრომლობის პერსპექტივებს და ა.შ.

შეხვედრის ბოლოს, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა უნგრეთის ელჩს საქართველოში წარმატებული საქმიანობა უსურვა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებულ ღონისძიებებზე დაპატიჟა.

აღსანიშნავია, რომ 2017 წლიდან უნგრული მხარე ყოველწლიურად 80 სტიპენდიას გამოყოფს ქართული მხარისთვის. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ქართული მხარეც მზადაა, მაქსიმალურად ხელი შეუწყოს უნგრელი სტუდენტების სწავლებას წამყვან ქართულ უნივერსიტეტებში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო