პატიმრების წამების საქმეზე მსჯავრდებულების ადვოკატები საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ

პატიმრების წამების საქმეზე მსჯავრდებულთა ადვოკატები მოსამართლის დღევანდელი გადაწყვეტილების გასაჩივრებას სააპელაციო სასამართლოში აპირებენ.

როგორც ერთ-ერთი მსჯავრდებულის, მალხაზ ღვინიაშვილის ადვოკატმა ნანა რევაზიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ბრალდება აბსურდულია, რადგან მაშინდელი ციხის თანამშრომლები სისტემის ნაწილი იყვნენ და იძულებულები იყვნენ აღნიშნული ქმედება ჩაედინათ.

„განაჩენი უმძიმესია, თუმცა პრაქტიკულად წამების მუხლი არ არსებობს. თუ ციხეში დანაშაული ხდებოდა და რა თქმა უნდა, ხდებოდა, მაშინ თანამშრომლებიც იძულებულნი იყვნენ ეს ჩაედინათ და მათ ნაწილობრივ აღიარეს კიდეც ეს. ჩვენ განაჩენს აუცილებლად გავასაჩივრებთ. დღეს კაბინეტში სხედან ის ადამიანები, რომლებიც მაშინ თანამდებობზე იყვნენ, მაგალითად ჯარჯი წიკლაური, რომელიც 2011-12 წლებში პროკურორი იყო, დღეს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფ პირს ასამართლებს. ეს არასამართლიანია“, - განაცხადა ნანა რევაზიშვილმა.

პატიმართა მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით დაკავებულ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ყოფილ უფროსს, ოლეგ ფაცაციას 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

ასევე, დამნაშავედ იქნენ ცნობილი აღნიშნულ საქმეზე ბრალდებული სხვა პირებიც. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის #8 დაწესებულების ყოფილ თანამშრომელს მალხაზ ღვინიაშვილს მიესაჯა 6 წელი და 9 თვე, ხოლო სხვა ბრალდებულებს: ნუგზარ მარღიას, ზაზა ხარაიშვილს, ვახტანგ გუგუციძეს, დავით ჩიხლაძესა და დავით ნოზაძეს ამინისტიის გათვალისწინებით შეეფარდათ 3 წელი და 3 თვე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა