მოსამართლე ლილი მსხილაძე მიიჩნევს, რომ უვადო მოსამართლედ განწესებას იმსახურებს

მოსამართლე ლილი მსხილაძე მიიჩნევს, რომ უვადო მოსამართლედ განწესებას იმსახურებს. როგორც ლილი მსხილაძემ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მასთან გასაუბრების დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, გასაუბრების პროცესმა ნორმალურ ვითარებაში ჩაიარა.

ლილი მსხილაძე ამ დროისთვის, საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის მოსამართლეა.

"საბჭოს ყველა წევრს მიეცა შესაძლებლობა, რომ შეკითხვები დაესვა და მეც ვუპასუხე, ისე, როგორც მიმაჩნდა და მიმაჩნია ზოგადად. საბჭომ ჩემზე არჩევანი იმიტომ უნდა გააკეთოს, რომ მე ამას ვიმსახურებ", - განაცხადა ლილი მსხილაძემ.

ამასთან, უვადო მოსამართლეობის მსურველმა კანდიდატმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მის სამოსამართლეო საქმიანობაში ჩარევა წარსულში იყო, თუმცა დღეისთვის ამ ფაქტს ადგილი არ აქვს.

"2004 წლიდან იყო ჩარევა და დღეს ნამდვილად არ არის. ვისი მხრიდან იყო ჩარევა, ამასთან დაკავშირებით ვეღარ გაგცემთ პასუხს იმიტომ, რომ დღეს მე მოსამართლე ვარ. შესაბამისად, მაქვს გარკვეული ეთიკის ნორმების დაცვის ვალდებულება. ამ ეტაპზე, არაფერს ვადასტურებ და არაფერს უარვყოფ”,- განაცხადა მსხილაძემ.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უვადო მოსამართლედ განწესებაზე განაცხადი სულ 51-მა კანდიდატმა შეიტანა. მათგან გასაუბრებას დღეს 17 კანდიდატი გაივლის.

იუსტიციის უმაღლესი საბჭო უვადო მოსამართლეობის მსურველ კანდიდატებთან გასაუბრებას 6 - დან 8 თებერვლის ჩათვლით გაივლის.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა