ვლადიმერ პუტინი საპრეზიდენტო არჩევნებზე კანდიდატად დაარეგისტრირეს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი საპრეზიდენტო არჩევნებზე კანდიდატად დაარეგისტრირეს. აღნიშნული გადაწყვეტილება რუსეთის ცენტრალურმა საარჩევმო კომისიამ მიიღო.

„ეს უპრეცედენტო შემთხვევაა. ყველა კანდიდატმა, რომელმაც ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მომართა, შემოწმება გაიარა“, - განაცხადა რუსეთის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ელა პამფილოვამ.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ რვა პირისგან მიიღო საბუთები საპრეზიდენტო კანდიდატად დასარეგისტრირებლად. აქამდე საპრეზიდენტო კანდიდატებად დაარეგისტრირეს ვლადიმერ ჟირინოვსკი და პაველ გრუდინინი.

რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარე წლის 18 მარტს გაიმართება.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა