სიღნაღის მერს ყოფილი თანაშემწე სასამართლოში უჩივის

სიღნაღის მერს ყოფილი თანაშემწე სასამართლოში უჩივის. მაია სუხიშვილი სამი წლის განმავლობაში სიღნაღის მუნიციპალიტეტში გენედერულ საკითხებში მერის გოგი გოგლიშვილის თანაშემწედ მუშაობდა. როგორც მან "ინტერპერსნიუსთან" საუბარში განაცხადა, მისი გათავისუფლება უკანონოდ მოხდა, რის გამოც სასამართლოს მიმართა.

"სამი წლის განმავლობაში არც ერთი საყვედური არ მიმიღია ჩემს მუშაობასთან დაკავშირებით, მუდმივად ვვითარდებოდით იმდენად კარგად ვმუშაობდით. ვერც ვიფიქრებდი რომ ვადის ამოწურვის შემდეგ კონტრაქტს აღარ გამიგრძელებდნენ, რადგან არავითარი გაფრთხილება და საყვედური არ მიმიღია. აღნიშნულ პოზიციაზე უკვე დანიშნეს სხვა პირი, რომელიც გენდერულ საკითხებში გარკვეული არ არის. ვფიქრობ, აქ იკვეთება ნეპოტიზმი. უკვე მივმართე სასამართლოს სარჩელით, ასევე ვაპირებ სახალხო დამცველს მივმართო. მოვითხოვ კომპენსაციას, სამსახურში აღდგენას და მორალური ზიანის ანაზღაურებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვაპირებ მივმართო პროტესტის უკიდურეს ფორმას - შიმშილობას“, - განაცხადა მაია სუხიშვილმა.

სიღნაღის მერიაში კი აცხადებენ, რომ მაია სუხიშვილის მუშაობით უკმაყოფილო იყვნენ და მისი გათავისუფლება კანონთან შესაბამისობაში მოხდა. მერიაში აცხადებენ, რომ სუხიშვილს სხვა სამსახური უკვე შესთავაზეს, თუმცა მისი მხრიდან პასუხი ამ დრომდე არ მიუღიათ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა