ოთარ კახიძე - გირგვლიანის სახელით სპეკულირებაში მონაწილეობას არ მივიღებთ

არავითარ შემთხვევაში, გირგვლიანის სახელით სპეკულირებაში მონაწილეობას არ მივიღებთ, - ასე უპასუხა "ევროპული საქართველოს" წევრმა ოთარ კახიძემ ჟურნალისტების კითხვას, მიიღებს თუ არა პარტია მონაწილეობას ე.წ. გირგვლიანის შესწორებების განხილვაში.

"სამწუხაროდ, ეს არის სპეკულაცია ადამიანის ტრაგედიით, რომელსაც დასასრული არ უჩანს. 2018 წელია და ისევ ამ სპეკულაციას განაგრძობს "ქართული ოცნება". კანონპროექტის სახელწოდებიდან გამომდინარეც კი გასაგებია, რომ ეს არის სამარცხვინო სპეკულაცია. არავითარ შემთხვევაში, გირგვლიანის სახელით სპეკულირებაში მონაწილეობას არ მივიღებთ",- განაცხდა კახიძემ.

შეგახსენებთ, რომ ფრაქცია „ქართული ოცნება“ სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების - ე.წ. გირგვლიანის შესწორებების ინიციატივით გამოდის, რაც ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის შემთხვევაში სანქციების გამკაცრებას ითვალისწინებს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს