უკრაინის პროკურატურა მიხეილ სააკაშვილისთვის შინაპატიმრობის გაგრძელების მოთხოვნას არ აპირებს

უკრაინის გენერალური პროკურორის იური ლუცენკოს განცხადებით, გამოძიება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისთვის შინაპატიმრობის სახით აღკვეთის ღონისძიების გახანგრძლივების მოთხოვნას არ აპირებს, ”ვინაიდან პოლიტიკოსმა დაკითხვაზე სიარული დაიწყო”. ამის შესახებ ლუცენკომ ТСН-თან ინტერვიუში განაცხადა.

„რამდენიმე უცნაური აქციის შემდეგ სააკაშვილმა დაკითხვაზე სიარული დაიწყო. ჩვენ არ ვაპირებთ აღკვეთის ღონისძიების ვადა გავახანგრძლივოთ. ჩემი ინფორმაციით, უახლოეს მომავალში მას კიდევ რამდენიმე დაკითხვა ელის. ვიმედოვნებ, რომ ის კვლავ მშვიდად მოვა და მისცემს შესაბამის ჩვენებას“, - განაცხადა უკრაინის გენერალურმა პროკურორმა.

როგორც ცნობილია, მიხეილ სააკაშვილს შინაპატიმრობის ვადა დღეს ამოეწურა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა