თუბა ჩაბუქი - 24 თებერვალს ჩვენი ოჯახი გაერთიანდება, ჩემი ქმარი გათავისუფლდება

24 თებერვალს ჩვენი ოჯახი გაერთიანდება და ჩემი ქმარი გათავისუფლდება, - ასე გამოეხმაურა დემირელის კოლეჯის ყოფილი მენეჯერის მუსტაფა ემრე ჩაბუქის მეუღლე თუბა ჩაბუქი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, არსენ კალატოზიშვილის გადაწყვეტილებას პროცესის გადადების თაობაზე. როგორც მან აღნიშნა, მოსამართლე საკმაოდ დაკვირვებულია და მომდევნო პროცესამდე დარჩენილ დროს საქმის კარგად შესწავლას დაუთმობს.

"დღევანდელ სხდომაზე გამოჩნდა, რომ მოსამართლე ძალიან დაკვირვებულია, გაითვალისწინა ჩვენი ადვოკატების შუამდგომლობა და პროცესი გადადო 19 თებერვლამდე. ეს იმას ნიშნავს, რომ კიდევ კარგად შეისწავლის საქმეს და მისთვის გასაგები გახდება რაშია საქმე. უკვე 24 თებერვლისთვის ჩვენი ოჯახი გაერთიანდება და ჩემი ქმარი გათავისუფლდება", - განაცხადა თუბა ჩაბუქმა.

დემირელის კოლეჯის მენეჯერის მუსტაფა ემრე ჩაბუქის თურქეთში ექსტრადირების საკითხის განხილვა 19 თებერვლამდე გადაიდო. მოსამართლემ გაიზიარა ჩაბუქის ადვოკატების შუამდგომლობა და პროკურატურის პოზიციაზე საპასუხოდ გონივრული ვადა გამოუყო.

შეგახსენებთ, რომ 24 თებერვალს მუსტაფა ემრე ჩაბუქს საექსტრადიციო პატიმრობის ვადა ეწურება.

მუსტაფა ემრე ჩაბუქი 24 მაისს დააკავეს. მიზეზი თურქული მხარის მოთხოვნა იყო, რომელიც ამტკიცებს, რომ ჩაბუქი ფეთჰულა გიულენის ტერორისტული ორგანიზაციის საქმიანობას უწყობდა ხელს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა