ეკა ბესელია - დარწმუნებული ვარ, რომ მუსტაფა ემრე ჩაბუქთან მიმართებაში ყველა პროცედურა კანონის შესაბამისად განხორციელდება

დეპუტატი ეკა ბესელია დარწმუნებულია, რომ მუსტაფა ემრე ჩაბუქთან მიმართებაში ყველა პროცედურა კანონის შესაბამისად განხორციელდება. როგორც ბესელიამ ჟურნალისტებს საკითხზე კომენტირებისას განუცხადა, სასამართლოს გადაწყვეტილებაში ვერავინ ჩაერევა.

“უნდა დაველოდოთ სასამართლოს პროცედურებს. ბუნებრივია, სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებაში ვერავინ ჩაერევა. ექსტრადიცია ცალკე პროცედურაა, ლტოლვილის სტატუსი- ცალკე. ეს არის ცალ-ცალკე სამართლებრივი ეტაპი. მე იმედი მაქვს და დარწმუნებული ვარ, რომ ყველა პროცედურა კანონის შესაბამისად განხორციელდება“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

შეგახსენებთ, რომ 24 თებერვალს მუსტაფა ემრე ჩაბუქს საექსტრადიციო პატიმრობის ვადა ეწურება.

მუსტაფა ემრე ჩაბუქი 24 მაისს დააკავეს. მიზეზი თურქული მხარის მოთხოვნა იყო, რომელიც ამტკიცებს, რომ ჩაბუქი ფეთჰულა გიულენის ტერორისტული ორგანიზაციის საქმიანობას უწყობდა ხელს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა