ჩაბუქის საქმის პროკურორი - ჩვენ არ ვართ ბრალდების მხარე, ვინაიდან ვიხილავთ ექსტრადიციის საკითხს- ჩვენ არ ვაფასებთ ჩაბუქმა ჩაიდინა თუ არა ესა თუ ის ქმედება

ამ შემთხვევაში ჩვენ არ ვაფასებთ მუსტაფა ემრე ჩაბუქმა ჩაიდინა თუ არა ესა თუ ის ქმედება, - ამის შესახებ დემირელის კოლეჯის ყოფილი მენეჯერის მუსტაფა ემრე ჩაბუქის საქმის პროკურორმა ნანიკო ზაზუნაშვილმა ჟურნალისტებს, ჩაბუქის მიერ დანაშაულის ჩადენაზე თურქული მხარის მიერ გადმოგზავნილი მასალების კრიტიკულად შეფასებაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა თურქეთიდან მიღებული მასალების შესწავლით არ გამოკვეთილა ისეთი გარემოება, რაც ექტრადიციას გამორიცხავდა და შესაბამისად, პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს ჩაბუქის ექსტრადირების მოთხოვნით მიმართა.

"ჩვენ ამ შემთხვევაში არ ვართ ბრალდების მხარე, ვინაიდან ვიხილავთ ექსტრადიციის საკითხს. საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნის შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში დეტალურად შევისწავლეთ ექსტრადიციასთან დაკავშირებული ყველა გარემოება და საექსტრადიციო მასალები. ამ შესწავლის შედეგად მივიჩნიეთ, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობდა ექსტრადიციის გამომრიცხავი რაიმე გარემოება, რის გამოც მივმართეთ თბილისის საქალაქო სასამართლოს შესაბამისი შუამდგომლობით. ამ შემთხვევაში ჩვენ არ ვაფასებთ მუსტაფა ემრე ჩაბუქმა ჩაიდინა თუ არა ესა თუ ის ქმედება", - განაცხადა პროკურორმა.

რაც შეეხება პროცესის გადადებას, ზაზუნაშვილის განმარტებით, ბრალდების მხარე არ ეთანხმებოდა სხდომის გადადებას ვინაიდან საპატიმრო ვადები შეზღუდულია.

"ჩვენ არ დავეთანხმეთ დაცვის მხარის შუამდგომლობას, ვინაიდან გარკვეულწილად შეზღუდული ვართ საპატიმრო ვადებში. ამასთან, წარმოდგენილია სასამართლოს მეგობრის პოზიციები და საჭირო იყო გარკვეული დრო ამ მასალების გასაცნობად, შესაბამისად, სასამართლო სხდომა გადაიდო", - დასძინა ნანიკო ზაზუნაშვილმა.

დემირელის კოლეჯის მენეჯერის მუსტაფა ემრე ჩაბუქის თურქეთში ექსტრადირების საკითხის განხილვა 19 თებერვლამდე გადაიდო. მოსამართლემ გაიზიარა ჩაბუქის ადვოკატების შუამდგომლობა და პროკურატურის პოზიციაზე საპასუხოდ გონივრული ვადა გამოუყო.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 24 თებერვალს მუსტაფა ემრე ჩაბუქს საექსტრადიციო პატიმრობის ვადა ეწურება.

მუსტაფა ემრე ჩაბუქი გასული წლის 24 მაისს დააკავეს. მიზეზი თურქული მხარის მოთხოვნა იყო, რომელიც ამტკიცებს, რომ ჩაბუქი ფეთჰულა გიულენის ტერორისტული ორგანიზაციის საქმიანობას უწყობდა ხელს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა