ზუგდიდელი გარემოვაჭრეები აქციების გამართავს ქუთაისში, პარლამენტის შენობის წინ გეგმავენ

ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია გარემოვაჭრეებს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში შეხვდა. შეხვედრას ქალაქის მერი ლაშა გოგიაც დაესწრო.

"მესმის მათი მდგომარეობა, მაგრამ კანონს ვერ დავარღვევთ. ეს გარემოება გარემოვაჭრეებსაც ესმით. პროცესი ჩიხში არ უნდა შევიდეს და მოლაპარაკებები აუცილებლად უნდა გაგრძელდეს", - აღნიშნა მერაბ ქვარაიამ.

ქალაქის მერმა ლაშა გოგიამ კი აღნიშნა, რომ მან ერთ-ერთ გარემოვაჭრეს ის ალტერნატიული ფართი დაათვალიერებინა, რომელსაც მათ სთავაზობენ. გოგიას თქმით, რამდენიმე დღეში ის ადგილი მოეწყობა ისე, როგორც ამას ითხოვენ. ამასთან, მისივე განმარტებით, მესაკუთრეებთან უკვე ჰქონდათ მოლაპარაკებები და ის საშეღავათო პერიოდიც, რომელიც სამ თვეს გულისხმობდა, ექვსამდე გაიზარდა.

მერის შეთავაზებას გაერემოვაჭრეების პროტესტი მოჰყვა. მათ მერს ულტიმატუმი წაუყენეს. ისინი გარევაჭრობას ძველ ტერიტორიაზე ითხოვენ, ვიდრე ალტერნატული ფართზე დახლებს მოაწყობენ, რაზეც ლაშა გოგიასგან უარი მიიღეს.

შესაბამისად, შეხვედრა კვლავ შეთანხმების გარეშე დასრულდა. გარემოვაჭრეები აქციების განახლებას უკვე ქუთაისში, პარლამენტის შენობის წინ აპირებენ.

გარემოვაჭრეები დღეს დილით სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორს შეხვდნენ, თუმცა ვერც მათ შორის შედგა შეთანხმება.

აქციის მონაწილეები ერთ კვირაზე მეტია ზუგდიდში გარევაჭრობის ნებართვას ითხოვენ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს