ადვოკატი - სასამართლოს მიერ გუშინდელი გადაწყვეტილება არ ნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ტერიტორიაზე უკვე უკანონოდ იმყოფება

სააპელაციო სასამართლოს მიერ გუშინ მიღებული გადაწყვეტილება არ ნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ტერიტორიაზე უკვე უკანონოდ იმყოფება, - ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსს“ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა რუსლან ჩერნოლუცკიმ განუცხადა.

მისი განმარტებით, მიხეილ სააკაშვილს გააჩნია ჯერ კიდევ მოქმედი ცნობა, დამატებითი დაცვის თაობაზე, რომლის ვადაც 2018 წლის 1-ელ მარტამდე ვრცელდება.

„სასამართლოს გუშინდელ გადაწყვეტილებას არანაირი გავლენა არ მოუხდენია მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში ყოფნის სტატუსზე. მიხეილ სააკაშვილი ლეგალურად იმყოდებოდა უკრაინაში. დამატებითი დაცვის თაობაზე ცნობა, რომელიც მას აქვს, ჯერ მოქმედია - ის 2018 წლის 1 მარტამდე მოქმედებს. აღვნიშნავ, რომ სასამართლოს არ გაუუქმებია ეს ცნობა. შესაბამისად, მისი უკრაინაში ყოფნის საფუძველთან დაკავშირებით არაფერი შეცვლილა“, - განაცხადა რუსლან ჩერნოლუცკიმ.

5 თებერვალს, კიევის სააპელაციო ადმინისტრაციულმა სასამართლომ უკრაინის საიმიგრაციო სამსახურის წინააღმდეგ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საჩივარი არ დააკმაყოფილა. სააკაშვილის დაცვის მხარე ასაჩივრებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას მისთვის დამატებითი დაცვის საჭიროების მქონე პირის სტატუსის მინიჭებაზე უარის შესახებ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა