ადვოკატი - თუ სასამართლო ჩაბუქის თურქეთში ექსტრადირების გადაწყვეტილებას მიიღებს, დაცვის მხარე გაასაჩივრებს

დემირელის კოლეჯის მენეჯერის მუსტაფა ემრე ჩაბუქის ადვოკატის განმარტებით, თუკი სასამართლო ჩაბუქის თურქეთში ექსტრადირების გადაწყვეტილებას მიიღებს, დაცვის მხარე მას აუცილებლად გაასაჩივრებს.

როგორც სოსო ბარათაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, დაცვის მხარე პროკურატურის შუამდგომლობას, ჩაბუქის ექსტრადირების თაობაზე, არაერთი მიზეზის გამო არ ეთანხმება.

"თუნდაც იმ მიზეზით, რომ არ არის გათვალისწინებული მთელი რიგი საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების დასკვნები, რომლის თანახმადაც თურქეთში ადამიანის უფლებათა დაცვის მხრივ მდგომარეობა უმძიმესია. არ არის გათვალისწინებული ვენეციის კომისიის დასკვნა, რომლითაც უარყოფითადაა შეფასებული თვითონ ის მუხლი, რომლითაც მუსტაფა ემრე ჩაბუქს ბრალი აქვს წაყენებული. ასევე ჩაბუქის ოჯახისა და თავად ჩაბუქის მიმართ მუქარას აქვს ადგილი და მისი ოჯახის წევრები ამის გამო ჩართული არიან დაცვის სპეციალურ პროგრამაში", - განაცხადა სოსო ბარათაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დემირელის კოლეჯის მენეჯერის, მუსტაფა ემრე ჩაბუქის თურქეთში ექსტრადირების საკითხის განხილვა 19 თებერვლამდე გადაიდო.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა