ირაკლი შოთაძე - ჩაბუქის ექსტრადიციის საკითხზე სასამართლოს თურქეთის პროკურატურიდან მიღებულ სისხლის სამართლის საქმის მასალებს წარვუდგენთ

მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის განცხადებით, მუსტაფა ემრე ჩაბუქი არ არის საქართველოს პროკურატურის მხრიდან ბრალდებული, შესაბამისად, ჩვენს სასამართლოში პროცესი მისი ბრალეულობის საკითხზე არ მიმდინარეობს.

როგორც შოთაძე განმარტავს, მთავარი პროკურატურა სასამართლოში წარადგენს თურქეთის პროკურატურიდან მიღებული სისხლის სამართლის საქმის მასალებს, რის საფუძველზეც ექსტრადირების საკითხი უნდა გადაწყდეს.

"საკმაოდ დეტალური ინფორმაცია გავავრცელეთ, რაც საქართველოს მთავარ პროკურატურას უნდა განეხორციელებინა - სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში მივმართეთ სასამართლოს. ხდება ექსტრადირების საკითხის დასაშვებობის შესწავლა. ეს განხილვები წარიმართება შეჯიბრებითობის პრონციპის დაცვით. ჩვენ წარვადგენთ თურქეთის მხრიდან მოწოდებულ დოკუმენტაციას, დაცვის მხარე და ნებისმიერი დაინტერესებული პირი წარადგენს მის ხელთ არსებულ მასალებს, სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას", - განაცხადა შოთაძემ.

კითხვაზე: აქვს თუ არა მთავარ პროკურატურას მტკიცებულებები, რომ მუსტაფა ემრე ჩაბუქი ტერორისტულ ორგანიზაციასთან კავშირშია, შოთაძემ უპასუხა: ამ შემთხვევაში ეს არ არის ჩვენი ბრალდების სისხლის სამართლის საქმე. ხსენებული პიროვნება არ არის საქართველოს პროკურატურის ბრალდებული. აქ საუბარია ექსტრადირების საკითხზე. თურქეთის პროკურატურიდან მიღებული სისხლის სამართლის საქმის მასალების საფუძველზე, სისხლის სამართლის საერთაშორისო თანამშრომლობის კანონით გათვალისწინებულ ფარგლებში ხდება ეს პროცესი", - განაცხადა შოთაძემ.