ირაკლი შოთაძე - მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირებაზე მოთხოვნა უკრაინაში გაგზავნილია, დანარჩენი უკრაინის ორგანოების გადასაწყვეტია

ექსტრადირების მოთხოვნა გაგზავნილია უკრაინაში, დანარჩენი არის უკრაინის კომპეტენტური ორგანოების გადასაწყვეტი, - ასე უპასუხა საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ ჟურნალისტების კითხვას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირების საკითხთან დაკავშირებით.

„რაც შეგვეხება ჩვენ, ექსტრადირების საკითხს, შესაბამისი მოთხოვნა გაგზავნილია უკრაინაში, დანარჩენი არის უკრაინის კომპეტენტური ორგანოების გადასაწყვეტი და მათ კომპეტენციას მიეკუთვნება“, - განაცხადა შოთაძემ.

რაც შეეხება უკრაინის სააპალაციო სასამართლოს გუშინდელ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც მიხეილ სააკაშვილს ბოლო დოკუმენტიც ჩამოართვეს, რაც მას ქვეყნის ტერიტორიაზე ლეგალურად ყოფნის უფლებას აძლევდა, შოთაძემ განაცხადა, რომ „ეს არის უკრაინის კომპეტენციაში შემავალი საკითხები“.

შეგახსენებთ, რომ კიევის სააპელაციო ადმინისტრაციულმა სასამართლომ უკრაინის საიმიგრაციო სამსახურის წინააღმდეგ მიხეილ სააკაშვილის საჩივარი არ დააკმაყოფილა. სააკაშვილის დაცვის მხარე ასაჩივრებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას მისთვის დამატებითი დაცვის საჭიროების მქონე პირის სტატუსის მინიჭებაზე უარის შესახებ.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთი ადვოკატის, რუსლან ჩერნოლუცკის განცხადებით, სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება ხელისუფლებას „ქვეყნიდან სააკაშვილის შესაძლო უკანონო გაძევების და შესაძლო უკანონო ექსტრადიციის“ გეგმების რეალიზების „ბევრ საფუძველს“ აძლევს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს