ყოფილი პროკურორის მილენა მითაიშვილის შვილის ძიძის სახლში ჩხრეკა დასრულდა

ყოფილი პროკურორის, მილენა მითაიშვილის შვილის ერთ-ერთი ძიძის, ნინო ბოჭორიშვილის სახლის ჩხრეკისას გარკვეული ნივთები ამოიღეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ნინო ბოჭორიშვილის ადვოკატმა გაგა მეშველიანმა განუცხადა, ჩხრეკა დასრულდა და გარკვეული სახის ნივთები ამოიღეს. მისივე თქმით, შემდგომი გამოძიების პროცესში თვითონ გადაწყვეტენ, აქვს თუ არა გარკვეულ საქმესთან შემხებლობა იმ ნივთებს, რომლების ამოღებაც საჭიროდ ჩათვალეს.

ადვოკატი მიიჩნევს, რომ სასამართლოს განჩინების მიუხედავად ჩხრეკა უკანონოდ ჩატარდა. მას განჩინებიდან გამომდინარე, ჩხრეკის კანონიერებასა და დასაბუთებულობაში ეჭვი ეპარება.

„მართალია ჩხრეკა განჩინების საფუძველზე ჩატარდა, მაგრამ ეს განჩინება იყო უკანონო და დაუსაბუთებელი. მართალია მოსამართლემ ასე გადაწყვიტა, მაგრამ ეს იყო უკანონო განჩინება და დასაბუთებულობის თვალსაზრისით სუსტი. ამიტომ მიმაჩნია, რომ ჩხრეკა უკანონოდ ჩატარდა“, - განაცხადა გაგა მეშველიანმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა