ნუკრი ქანთარია - საჭიროა ზოგადასაგანმანათლებლო სფეროში ძირეული ცვლილებები და არა მთელი პასუხისმგებლობის მანდატურის სამსახურისთვის დაკისრება

განათლების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ნუკრი ქანთარია მანდატურის სამსახურის რეფორმირებასთან დაკავშირებულ კანონპროექტს „პატიოსნად შესრულებულ დოკუმენტს“ უწოდებს, მაგრამ მიაჩნია, რომ დღეს არსებულ პრობლემებთან ეს დოკუმენტი ახლოსაც ვერ მივა.

როგორც ქანთარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, საჭიროა ზოგადასაგანმანათლებლო სფეროში ძირეული ცვლილებები და არა მთელი პასუხისმგებლობის დაკისრება მანდატურის სამსახურისთვის. მისივე თქმით, უმთავრესია დიფერენცირებული სწავლება.

„მგონია, რომ ეს არის პატიოსნად შესრულებული დოკუმენტი, მაგრამ იმ პრობლემებთან, რაც დღეს არის, ეს დოკუმენტი ახლოსაც ვერ მივა. მანდატურისთვის, ანუ ორი ადამიანისთვის უსაფრთხოების აკიდება არის შეუძლებელი, საჭიროა ზოგადსაგანმანათლებლო სფეროში ძირეული ცვლილებები. მანდატურებს უნდა დაერქვათ თავისი სახელი, ის უნდა იყოს ან ქომაგი ან მართლწესრიგის დამცველი და პირდაპირი კადრი პოლიციის აკადემიიდან წამოსული, რომელიც მოქმედებს დირექტორთან შეთანხმებით. უმთავრესია დიფერენცირებული სწავლება, სადაც 9 კლასის განათლება იქნება აუცილებელი, შემდგომ იქნება გამოცდები და ადამიანი თავად აირჩევს სწავლას გააგრძელებს უნივერსიტეტში, წავა გიმნაზიაში, თუ განათლებას მიიღებს პროფესიულ სასწავლებელში“, - აღნიშნა ნუკრი ქანთარიამ.

დეპუტატის განცხადებით, ეს იყო სამუშაო შეხვედრა და იმედოვნებს, რომ შესაბამისი უწყებები არსებულ შენიშვნებს, რომელიც დღეს განათლების კომიტეტის სხდომაზე გაჟღერდა, გაითვალისწინებენ და საბოლოო ჯამში მიიღებენ კანონპროექტს, რომელიც მოიტანს კონკრეტულ შედეგს და ხელს შეუწყობს უსაფრთხოებას.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა