ნათია მეზვრიშვილი - ჩვენი მიზანია, სკოლაში უსაფრთხო გარემოს შექმნა და არა ე.წ საპოლიციო რეჟიმის ჩამოყალიბება

გამოითქვა ისეთი საინტერესო მოსაზრებები, რასაც აუცილებლად გავითვალისწინებთ, - ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმაგანათლების კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, სადაც მანდატურის სამსახურის რეფორმაზე მსჯელობდნენ.

მისი თქმით, უწყებათაშორისი კომისიის მიზანია, სკოლაში უსაფრთხო გარემოს შექმნა და არა ე.წ საპოლიციო რეჟიმის ჩამოყალიბება, რითაც შესაძლებელი გახდება პედაგოგებისა და მოსწავლეების კონტროლი.

,,გამოითქვა ისეთი საინტერესო მოსაზრებები, რასაც აუცილებლად გავითვალისწინებთ. იგივე მანდატურის ასაკმაც შესაძლოა აიწიოს. მაგალითად ჩვენ ავწიეთ 21 წლამდე, უმაღლესი განათლების ცენზი დავაწესეთ, თუმცა პროფესიული განათლების კუთხითაც გამოითქვა გარკვეული მოსაზრებები. ამას განვიხილავთ და ალბათ საერთო პოზიციებზე შევჯერდებით“, - აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა.

სამუშაო შეხვედრების გაგრძელების მზაობას გამოთქვამს განათლების სამინისტროც. მინისტრის მოადგილის, ლია გიგაურის განცხადებით, კანონმდებლებთან გამართული შეხვედრა ნაყოფიერი აღმოჩნდა და არ გამორიცხავს, რომ წარმოდგენილ დოკუმენტში ცვლილებები განხორციელდეს.

,,ჩვენ მზად ვართ სამუშაო რეჟიმში გავაგრძელოთ ურთიერთობა. ძირითად იდეასთან დაკავშირებით ყველანი ვთანხმდებით, რომ უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემო მნიშვნელოვანია. ცალკეულ დეფინიციებთან და იმ შკითხვებთან დაკავშირებით, თუ რა უნდა გადმოვიდეს კანონქვემდებარე აქტებიდან კანონპროექტში და რა შეიძლება უფრო დაწვრილებით გაიწეროს, შეჯერება და დისკუსია შესაძლებელია. აუცილებლად უნდა გაგრძელდეს სამუშაო შეხვედრები“, - განაცხადა ლია გიგაურმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა