ბიზნესომბუდსმენი საკონსულტაციო და იურდიული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს ბიზნესომბუდსმენი სფეროში მოღვაწე კომპანიებთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან შეხვედრებს განაგრძობს. ბიზნესომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, ირაკლი ლექვინაძე დღეს საკონსულტაციო და იურდიული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.

ბიზნესომბუდსმენის განცხადებით, ვინაიდან საკონსულტაციო და იურდიულ კომპანიებს ხშირად უწევთ ბიზნესთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხის განხილვა და მათ კარგად ესმით, თუ რა თემები და გამოწვევები დგას დღეს მეწარმეების წინაშე, ინფორმაციების გაცვლა მნიშვნელოვანია.

მათვე ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის ფორმატი განიხილეს და პრიორიტეტებზე იმსჯელეს. შეხვედრას 30-მდე საკონსულტაციო და იურიდიული კომპანიის წარმომადგენელი ესწრებოდა.

ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე მიმდინარე კვირას შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთანაც გეგმავს, მოგვიანებით კი დაწყებული შეხვედრების ციკლი მსხვილ და მცირე ბიზნეს-გაერთიანებებთან გაგრძელდება.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა