„იაკუძას“ ერთ-ერთი ხელმძღვანელი ტექდათვალიერებაგაუვლელი ავტომობილის მართვის გამო დააპატიმრეს

იაპონური მაფია „იაკუძას“ ერთ-ერთი უმსხვილესი დაჯგუფების „კობე იამაგუტი-გუმის“ ხელმძღვანელი ოსამუ ტერაოკა ტექდათვალიერებაგაუვლელი ავტომობილის მართვის გამო დააპატიმრეს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

გარდა ამისა, ტერაოკას შესაძლოა სხვა ბრალდებებიც წაუყენონ. გამოძიების ვერსიით, ის სასამართლოს მოთხოვნებს არღვევდა, როდესაც უცნობ პირებს „კობე იამაგუტი-გუმის“ შტაბ-ბინაში მოსვლის ნებართვას აძლევდა, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს ამ შენობის შეკრებებისთვის გამოყენება აკრძალული ჰქონდა.

იაპონური მედიის ინფორმაციით, „კობე იამაგუტი-გუმის“ სტრუქტურაში ტერაოკას მაღალი თანამდებობა უკავია, ის დაჯგუფების მეორე პირად და მოქმედი ხელმძღვანელის მთავარ მემკვიდრედ ითვლება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო