თამარ ჩუგოშვილი - საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრებებია და კენჭისყრის შემდეგ გახდება ცნობილი, დაძლევს თუ არა პარლამენტი ვეტოს

პარლამენტის პირველი ვიცე–სპიკერის თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით, განსხვავებული მოსაზრებებია და კენჭისყრის შედეგად გახდება ცნობილი დაძლევს თუ არა პარლამენტი ვეტოს.

„მიმდინარე კვირას ვეტოს განხილვა არ მოხდება, ვეტოზე პარლამენტი შემდეგ სასესიო კვირას იმსჯელებს. შედეგებს და მოლოდინებზე საუბარი ახლა რთულია, როგორ შეიძლება ეს პროცესი დასრულდეს. არის განსხვავებული მოსაზრებები და კენჭისყრის შედეგად იხილავს ყველა ერთად, პარლამენტი დაძლევს თუ არა ვეტოს. შემთხვევები გვქონდა, როცა ვეტოს გაზიარება მოხდა, გვქონდა შემთხვევები, როცა ვეტო დაიძლია და ამ შემთხვევაში ჩემთვის რთული სათქმელია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს პარლამენტი“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

მისი თქმით, საკითხზე მისი პირადი პოზიცია კენჭისყრაზე დაფიქსირდება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს