საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით საგაზაფხულო სესიის პირველი პლენარული სხდომა გაიხსნა. საგაზაფხულო სესიის პირველი სხდომა მიმდინარე კანონპროექტების განხილვას დაეთმობა. განხილვის ერთ-ერთი მთავარი საკითხი სარეზერვო სამსახურის რეფორმირებასთან დაკავშირებით მომზადებული საკანონმდებლო პაკეტი იქნება.
საკანონმდებლო ინიციატივების განხილვამდე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური განაცხადებები კეთდება.