რომან გოცირიძე - ვეტოს დაძლევა არ უნდა მოხდეს, უმრავლესობა უნდა მიხვდეს, რა დიდი შეცდომები აქვს ჩადენილი საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, რომან გოცირიძის განცხადებით, უმრავლესობამ საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტო არ უნდა დაძლიოს და უნდა მიხვდეს, რა დიდი შეცდომები აქვს ჩადენილი საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით. როგორც რომან გოცირიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, სახელმწიფო მრავალმილიონიან ტელევიზიას უპირატეს მდგომარებაში აყენებს.

„დიდი ხანია ვამბობთ, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელში ძალიან სერიოზული პრობლემებია. გუშინ ძალიან სერიოზული განცხადება გაკეთდა რეგიონული მაუწყებლების მიერ, რომლებიც მოითხოვენ დეპუტატების მხრიდან, გაემიჯნონ საზოგადოებრივი მაუწყებლის საბჭოს ზოგიერთი წევრის მიერ გამოთქმულ სხვადასხვა აგრესიულ, ჰომოფობიურ, არასამთავრობო სექტორის მაკომპრომეტირებელ განცხადებებს. ჩვენ მხარს ვუჭერთ რეგიონულ მაუწყებლებს. რაც შეეხება კანონს, ვეტო არ უნდა იქნას დაძლეული და უმრავლესობა უნდა მიხდვეს, რა დიდი შეცდომები აქვს ჩადენილი საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით, არ უნდა შეუშალონ ხელი დამოუკიდებელი მედიის შექმნას და რეგიონული მედიის განვითარებას. ეს არის სახელმწიფოს მიერ მრავალმილიონიანი ტელევიზიის ჩაყენება უპირატეს მდგომარეობაში. რაც არ გამოადგება ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით კანონში ცვლილებებს პრეზიდენტმა ვეტო დაადო.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა