მამუკა ჭელიძე - ოპერატიული ანალიზი იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ მკვლელი, სავარაუდოდ, იცნობდა დოდო გუგეშაშვილის ოჯახის წევრებს

მკვლელი, სავარაუდოდ, იცნობდა ოჯახის წევრებს, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა მამუკა ჭელიძემ შემთხვევის ადგილზე ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ამის თქმის საფუძველს შემთხვევის ადგილი და ოპერატიული ანალიზი იძლევა. მისივე თქმით, ჭრილობები, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღით არის მიყენებული. რაც შეეხება სხვა დეტალებს, თუ რამდენი პირი იყო თავდამსხმელი, ასევე ჰყავს თუ არა გამოძიებას სავარაუდო ეჭვმიტანილი, მამუკა ჭელიძეს გამოძიების ინტერესიდან გამომდინარე დეტალებზე არ უსაუბრია.

„შემთხვევის ადგილის პირველადი მონაცემებით, შეიძლება ითქვას, რომ მკვლელი სავარაუდოდ იცნობდა ოჯახის წევრებს. ამის თქმის საფუძველს შემთხვევის ადგილის დათვალიერება და ოპერატიული ანალიზი გვაძლევს. ჭრილობები, სავარაუდოდ, მიყენებულია ცეცხლსასროლი იარაღით“, - განაცხადა მამუკა ჭელიძემ.

შს სამინისტროს წარმომადგენელს არ უსაუბრია ასევე სავარაუდო მოტივის შესახებ. მისი თქმით, გამოძიებას თბილისის პოლიციის დეპარტამენტი იძიებს, გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, რაც მკვლელობას და მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს