ირაკლი შიხიაშვილი - მოკლეს ახალგაზრდა ბიჭი, რომელსაც არაფერი დაუშავებია, სახელმწიფომ უნდა დაიცვას მოქალაქეები

თუკი სახელმწიფო ვერ იცავს მოქალაქეებს, მოქალაქეები იძულებული გახდებიან, თავად დაიცვან საკუთარი თავი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ვეტერანთა დეპარტამენტის ყოფილმა თავმჯდომარე ირაკლი შიხიაშვილმა განუცხადა, რითაც დოდო გუგეშაშვილსა და მის შვილზე განხორციელებულ თავდასხმას გამოეხმაურა.

შიხიაშვილი ცოტა ხნის წინ ღუდუშაურის კლინიკაში მივიდა, სადაც ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილ დოდო გუგეშაშვილს ოპერაცია ჩაუტარდა.

"არანაირი ინფორმაცია არ მაქვს. თუკი სახელმწიფო ვერ იცავს მოქალაქეებს, მოქალაქეები იძულებული გახდებიან, თავად დაიცვან საკუთარი თავი. ეს არის უბედურება დღეს. არ ვამბობ, რომ ხალხმა იარაღით უნდა იაროს, მაგრამ სახელმწიფომ უნდა დაიცვას მოქალაქეები.

ფაქტია, რომ მოკლეს ახალგაზრდა ბიჭი, რომელსაც არაფერი დაუშავებია ამ ქვეყანაზე, კარგის გარდა არაფერი გაუკეთებია. ის იყო ღირსეული ახალგაზრდა, რომელსაც მე დიდ პატივს ვცემდი. ის ჩემთან ერთად მუშაობდა," - განაცხადა ირაკლი შიხიაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა