სერგი კაპანაძე - იქნებ აუხსნათ საზოგადოებას, რატომ არ უერთდებით სანქციებს, გეშინიათ რუსეთის გაღიაზიანების?

“ევროპული საქართველო“ პარლამენტში საგარეო საქმეთა მინისტრს იბარებს და მისგან ახსნას ითხოვს, რატომ არ უერთდება საქართველო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს.

“საჭიროა პარლამენტში მოვიდეს საგარეო საქმეთა მინისტრი. მთავრობა თავს არიდებს პასუხს კითხვაზე, ვიღებთ თუ არა უკრაინული მხარის შემოთავაზებას, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რეჟიმზე შეერთებასთან დაკავშირებით. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით და ბოლო წლებში ვნახეთ, რომ საქართველოს მთავრობა ცოცხალი თავით არ უერთდება ევროკავშირისა და აშშ-ს სანქციებს რუსეთის მიმართ. ამიტომ იქნებ აუხსნათ საზოგადოებას, რატომ არ უერთდებით სანქციებს - გეშინიათ რუსეთის გაღიზიანების, ბატონი ბიძინა არ გაძლევთ ამის უფლებას თუ რაშია საქმე?“ - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა სერგი კაპანაძემ.

მისივე თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრმა პარლამენტში ანტიანექსიური პოლიტიკის თაობაზეც უნდა ისაუბროს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო