უვადო მოსამართლეობის მსურველი კანდიდატებიდან გასაუბრებაზე ანა დოლიძის აცილება კიდევ ორმა კანდიდატმა მოითხოვა

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, სადაც უვადო მოსამართლეობის მსურველ კანდიდატებთან გასაუბრება მიმდინარეობს, გასაუბრების პროცესში ანა დოლიძის აცილება კიდევ ორმა კანდიდატმა - მერაბ ლომიძემ და ლეილა მამულაშვილმა მოითხოვა.

მერაბ ლომიძემ აცილების მიზეზად დოლიძის 6 თებერვლის განცხადება დაასახელა, რომლის თანახმად "ზურაბ ადეიშვილის ნარჩენებისგან მიმდინარეობს გადამწყვეტი ბრძოლა, რომ სასამართლო ხელისუფლებაში ძალაუფლება შეინარჩუნონ". ლომიძის თქმით, ამგვარი განცხადების ფონზე ანა დოლიძე კანდიდატების შეფასებისას ობიექტური არ იქნება.

"მოვითხოვე ანა დოლიძის აცილება,რადგან ანა დოლიძემ 6 თებერვალს საკამაოდ უარყოფითი დამოკიდებულება გამოხატა წინა წლებში დანიშნული მოსამართლეების მიმართ. ასეთი ტერმინებით მოსამართლეების მოხსენიება ჩემთვის მიუღებელია. გარდა ამისა, მიგვაჩნია,რომ ანა დოლიძე ცდილობს სასამართლო სისტემაში შემოიტანოს პოლიტიკური მოტივები. ჩვენთვის, ცხადია, ეს მიუღებელია, რადგან იუსტიციის უმაღლესი საბჭო ყოველგვარი პოლიტიკური გავლენისგან თავისუფალი უნდა იყოს. აქედან გამომდინარე მიმაჩნდა, რომ დოლიძე ვერ იქნებოდა ობიექტური ჩვენს მიმართ, ვინაიდან მან ასეთი მოსამართლეების სასამართლო სისტემიდან გათავისუფლება დაანონსა",- განაცხადა ლომიძემ.

შეგახსენებთ, რომ მერაბ ლომიძე თბილისის სააპელაციო სასამართლოში სამი წლით გამოსაცდელი ვადით არის დანიშნული.

რაც შეეხება ლეილა მამულაშვილის პოზიციას, ანა დოლიძის აცილების მიზეზთან დაავშირებით მას განცხადება არ გაუკეთებია.

აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის, უვადო მოსამართლეობის მსურველი 51 კანდიდატიდან ანა დოლიძის აცილება უკვე ოთხმა კანდიდატმა დააყენა. ესენი არიან: გიორგი გოგინაშვილი, რევაზ ნადარაია, ლეილა მამულაშვილი და მერაბ ლომიძე. იუსტიციის უმაღლესი საბჭო უვადო მოსამართლეობის მსურველ კანდიდატებთან გასაუბრებას 8 თებერვალს დაასრულებს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს