რომან გოცირიძე გარემოვაჭრეებს შეხვდა

ქუთაისში, პარლამენტის წინ ზუგდიდელ გარემოვაჭრეებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე შეხვდა. გოცირიძის განცხადებით, ვიდრე არ აშენდება ახალი შენობა, იქამდე გარემოვაჭრეებს მუშაობის საშუალება უნდა მიეცეთ. მისი თქმით, გარემოვაჭრეების საკითხს პარლამენტის წინაშე დააყენებს.

„დაუშვებელია, ეს ადამიანები დატოვონ უმუშევრად, მათ აქვთ სესხი აღებული, მათ სხვა უამრავი პრობლემაც აქვთ, ხელისუფლება სთავზობს ალტერნატივას, რაზეც თანახმა არიან, მაგრამ არ ეუბნებიან როდის შეიძლება გადავიდნენ ახალ შენობაში. როდესაც რამეს სთავაზობენ, უნდა უთხრან დრო და ვიდრე რეალური ალტერნატივა არ გამოჩნდება ამ ადამიანებს მისცენ მუშაობის გაგრძელების უფლება. მათ საკითხს პარლამენტის წინაშე დავაყენებთ და მთავრობასაც მივმართავთ“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

გარემოვაჭრეები ხელისუფლებას ალტერნატიული ფართის მიღებამდე ძველ ადგილზე გარევაჭრობის ნებართვას თხოვენ. მათი განცხადებით, წინააღმდეგი არ არიან ალტერნატიულ ადგილზე გადავიდნენ, თუმცა ახალი ბაზრის მშენებლობა ჯერ არ დაწყებულა, რის გამოც ისინი რამდენიმე თვე ვერ იმუშავებენ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს