ექიმი - დოდო გუგეშაშვილი მართვით სუნთქვაზე იმყოფება

დოდო გუგეშაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ სტაბილური, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ღუდუშაურის კლინიკის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნიკოლოზ ქარცივაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, დოდო გუგეშაშვილს ოპერაცია ჩაუტარდა და პაციენტი მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში განაგრძობს.

"ამჟამად პაციენტი მკურნალობს კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში. მისი მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ სტაბილური. ოპერაცია ჩატარდა ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობის გამო - გულ-მკერდის გამჭოლი ჭრილობა იყო. შესაბამისი სირთულის ოპერაცია ჩატარდა, ამჟამად სტაბილურია", - განაცხადა ნიკოლოზ ქარცივაძემ და დასძინა, რომ პაციენტი მართვით სუნთქვაზე იმყოფება.